ვმუშაობთ გათანაბრდეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, „ფაიზერის“ ამცრელი კაბინეტები დაემატება რეგიონებში - თამარ გაბუნია 

28 ივლისი 2021, 12:23 920 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა Pfizer-ის ვაქცინაზე. ის ამბობს, რომ კვირის ბოლომდე გაიხსნება დამატებითი ვაქცინაციის ცენტრები რეგიონებშიც.

მისი თქმით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში 14 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა, თუმცა სამიზნე მაჩვენებლის მისაღწევად დღეში 25 000 - 30 000 პირმა უნდა გაიკეთოს ვაქცინა. 

თამარ გაბუნია ამბობს, რომ  სამედიცინო დაწესებულების გარეთ ამცრელი პუნქტების გახსნა განიხილება. ბათუმში, ორ მოლში გუშინ უკვე გაიხსნა მსგავსი ცენტრები და სპეციალისტები მოქალაქეების აქტივობას აკვირდებიან. 

''ჩვენი სამიზნე არის თითქმის 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე ეს მაჩვენებელია. ამდენად, მიმდინარე პერიოდში, კვირის ბოლომდე დამატებითი ვაქცინაციის ცენტრების გახსნა იგეგმება, იმისათის, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა სამიზნე მაჩვენებლამდე ანუ 25 000 - 30 000-მდე გაიზარდოს. ვაქცინების არსებული რაოდენობა ამის შესაძლებლობას იძლევა და ვაქცინაციის ცენტრები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც დაემატება

გუშინ მსგავსი პუნქტები გაიხსნა ბათუმში, ორ მოლში. 24 საათი სჭირდება ამგვარი  ცენტრის მოწყობას სამედიცინო დაწესებულების გარეთ. ვნახოთ  ამ კვირაში დავაკვირდებით, როგორი იქნება აქტიურობა და მის მიხედვით ვიფიქრებთ დამატებითი ცენტრების მოწყობაზე. 

„ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზიდან რაც ქვეყანაშია, დაახლოებით 170 000 დოზა დაჯავშნილია, დანარჩენი მიმდინარე პერიოდში გაიხსნება და შეძენილი 1 მილიონი დოზაც ასევე ეტაპობრივად შემოვა. ჩვენ ზაფხულის პერიოდში ყველა იმ ვაქცინაზე, რომელზეც დღეს გვაქვს ხელმისაწვდომობა, მათ შორის „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“, იქნება შეუზღუდავი“, - აღნიშნა გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის გაზომვების ინსტიტუტის პროგნოზით უკვე პიკში ვართ და გარკვეულ პერიოდში დაღმასვლას უნდა ველოდოთ. ეს კვირა იქნება კრიტიკული, რათა პანდემიის მიმართულებაზე მოხდეს დაკვირვება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში