დიმიტრი ქუმსიშვილის გეგმები

24 ნოემბერი 2016, 00:00 3590 ნახვა
00:00
00:00

ძირითადი სამუშაო პრინციპები არ შეიცვლება, თუმცა იქნება სიახლეებიც - დიმიტრი ქუმსიშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს. ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე ბიუჯეტის მიერ აღებული სოციალური და სხვა ვალდებულებების შეუფერხებლად შესრულებაზე უნდა გაკეთდეს. ქუმსიშვილი უწყებაში მისვლის შემდეგ საკადრო ცვლილებებსაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება ლარის კურსს, მისი აზრით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოქალაქეების შემოსავლებზე არ აისახოს.

ამავე კატეგორიაში