FIFA ავღანეთიდან ქალი სპორტსმენების ევაკუაციას ითხოვს

22 აგვისტო 2021, 15:00 1218 ნახვა

FIFA-მ კი  ავღანეთიდან ქალი სპორტსმენების სასწრაფო ევაკუაციის უზრუნველყოფის თხოვნით სხვადასხვა სახელმწიფო მეთაურებს მიმართა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ავღანეთის ქალი სპორტსმენები დახმარებას საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ითხოვენ მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული დაიკავა.  რამდენიმე დღის წინ ავღანეთის ქალთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სპორტულ ორგანიზაციებს დახმარების თხოვნით მიმართა. 

აშშ-ის ერთ-ერთმა ვეტერანმა ჯარისკაცმა კი განაცხადა, რომ სპორტსმენისგან მიიღო წერილი სადაც  ეწერა, რომ  „თალიბები მათ დახოცვას აპირებენ რადგან  არ სურთ გოგონებმა ფეხბურთი ითამაშონ", აღნიშნულიდან გამომდინარე სპორტსმენებს დამალვაც  უწევთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში