სანიოლმა საქართველოს ნაკრებში 7 ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გამოიძახა

23 აგვისტო 2021, 14:28 1969 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 30 აგვისტოდან სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადებას იწყებს. საქართველოს ნაკრები წლის მეოთხე ოფიციალურ თამაშს, 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს. ეროვნული გუნდი საწვრთნელ შეკრებას მოახლოებული მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში გაივლის.

5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთის წინააღმდეგ ითამაშებს. 8 სექტემბერს კი ქართველი ფეხბურთელები სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდებიან.

უახლოესი სამი მატჩისთვის ვილი სანიოლმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ხუთი დებიუტანტი, რომელთაგან ოთხი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს.

ეროვნული ნაკრების დებიუტანტები: საბა ხვადაგიანი (დინამო,თბილისი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი) და გიორგი ფანცულაია (დინამო ბათუმი). სულ ეროვნულ ნაკრებში ფრანგმა სპეციალისტმა 7 ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას ბათუმში კოსოვოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 2 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში