 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ფაიზერის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
"ფაიზერის" ვაქცინა აშშ-ში პირველი ვაქცინაა, რომელმაც მარეგულირებლისგან მსგავსი სტატუსი მიიღო. ამ დრომდე, ვაქცინას გადაუდებელი შემთხვევებისთვის გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.
"FDA-ს მიერ ფაიზერის ვაქცინის დამტკიცება მნიშვნელოვანი ეტაპია COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საზოგადოებას შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობისა და წარმოების ხარისხის მაღალ სტანდარტებს“ - აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.
"ფაიზერმა" ადმინისტრაციას სრული ავტორიზაციის მოთხოვნის განაცხადით 7 მაისს მიმართა.
"ფაიზერის“ ვაქცინით აცრა საქართველოში 16 წლის ზემოთ მოქალაქეებისთვის არის შესაძლებელი.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            