კვების ბიზნესი ხვალიდან 22;00-ზე დაიკეტება

24 აგვისტო 2021, 19:25 2042 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, რომ  შესაძლოა რესტორნებთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ, სხვა გადაწყვეტილებებიც  მიიღონ, ანუ, არ გამორიცხავენ რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებას.  ბოლო დღეებში კიდევ რამდენიმე ობიექტი დაჯარიმდა იმისთვის, რომ დაწესებული შეზღუდვები დაარღვიეს და გამართეს ისევ ქორწილი ან სხვა ტიპის სოციალურ შეკრებას უმასპინძლეს. სწორედ ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ დღეს კიდევ უფრო გაამკაცრა რეგულაცია და რესტორნები მხოლოდ 22 საათამდე იმუშავებენ.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში