გიდების გადამზადება ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით

08 სექტემბერი 2021, 11:47 670 ნახვა

ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს.  უკვე გაიარეს  როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ტრენინგები.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, გიდები გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისთვის საჭირო აღჭურვილობის მოხმარების წესს, რომელიც ტურისტებისთვის სერვისის შეთავაზებაში დაეხმარებათ.

აჭარა გადამფრენი მტაცებელი ფრინველების რაოდენობის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.

ტურისტები  მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აჭარის თავზე 15 აგვისტოდან 15 ოქტომბრამდე აკვირდებიან,  სოფელ სახალვაშოში, ჩაისუბანში, ჭოროხის დელტასთან,  ბათუმის ზღვისპირა პარკთან, ან  ნავსადგურთან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში