ღია საერთაშორისო ტურნირი

08 სექტემბერი 2021, 18:33 1052 ნახვა

დღეს ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ბათუმის უშუს ღია საერთაშორისო ტურნირი დაიწყო, რომელიც ჩვენს ქალაქში უკვე მეორედ ტარდება. საქართველოს ნაკრებთან ერთად შეჯიბრებაში მონაწილეობენ სპორტსმენები უკრაინიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და ლივეტუადან. ასპარეზობა, როგორც საჩვენებელ იარაღიან, ასევე უიარაღო, ტაოლუს სტილში გაიმართება. შეჯიბრება ჩატარდება ასევე კონტაქტურ ორთაბრძოლა სანდაში. დღეს საქართველოსა და უკრაინის ნაკრების წევრებმა საჩვენებელი გამოსვლები გამართეს. ტურნირი 10 სექტემბერს დასრულდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში