საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეოთხე მარცხი

09 სექტემბერი 2021, 10:06 709 ნახვა

სექტემბრის სამი თამაში და სამი მარცხი, ცხრა გაშვებული გოლი და მხოლოდ ერთი გატანილი. საქართველოს ნაკრებმა ისევ წააგო. ამჯერად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან. მართალია, სანიოლმა ფაქტობრივად მთელი შემადგენლობა შეცვალა, მაგრამ არც ამან გაამართლა, ქართველები უშანსოდ დამარცხდნენ. ესპანეთთან შეხვედრის მსგავსად, საქართველოს ნაკრებმა სამი გოლი პირველ ტაიმში გაუშვა.

მეოთხე გოლი მეორე ნახევარში და მხოლოდ 77-ე წუთზე მოახერხა დავითაშვილმა ერთი გოლის გაქვითვა.

საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ზედიზედ 13 გოლი გაუშვა. 

დამაიდებელი დებიუტის შემდეგ, უკვე აშკარად გამოჩნდა, რომ სანიოლის ექსპერიმენტები ნაკრებში არ ამართლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში