ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში

14 სექტემბერი 2021, 18:01 860 ნახვა

ხმაური იყო ჭყონდიდის ეპარქიაში. ერთმანეთს სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. ურთიერთშელაპარაკება მღვდლებსა და მეუფე სტეფანეს შორის მოხდა. "კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ" - ამ სიტყვებით მიმართეს მიტროპოლიტს.  დაპირისპირების ვიდეო ბალდის მონასტრის მრევლის Facebook გვერდზე გავრცელდა.

ჩვენ ვესაუბრეთ ჭყონდიდის ეპარქიაში მღვდელმსახურება შეჩერებულ სასულიერო პირს მამა ათინოგენეს, რომელმაც თქვა, რომ აქამდეც უნდა ყოფილიყო  ის, რაზეც ფაილებშია საუბარი, სიმართლეა და მასზე რეაგირება აქამდეც უნდა ყოფილიყო. 

უფრო ადრე კი გავრცელებულ ჩანაწერებზე ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა,  მეუფე ნიკოლოზმა კი გვითხრა, რომ საზოგადოებამ ეს ჩანაწერები არც უნდა ნახოს და მისთვის გაუგებარია რას ემსახურება ჩანაწერების გავრცელება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი