ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

27 სექტემბერი 2021, 20:25 1320 ნახვა

85 წლის ასაკში საქართველოს პირველი არხის ტელეწამყვანი, დავით სოკოლოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ოჯახის წევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან დავით სოკოლოვი საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“, ასევე არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანად ათეულობით წლის განმავლობაში მუშაობდა.

ტელევიზიის პარალელურად კი, რადიოშიც აგრძელებდა გადაცემების წაყვანას. ტელეწამყვანს მიმდინარე წელს მთაწმინდის პარკში ვარსკვლავი გაუხსნეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში