ქობულეთში კოვიდი შვიდ სკოლასა და სამ ბაღში დაფიქსირდა

11 ოქტომბერი 2021, 14:51 1342 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო ქობულეთში რამდენიმე კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა საბავშვო ბაღებშიც. 

ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, კოვიდი დაუდასტურდათ აღსაზრდელსა და აღმზრდელს. 

ია ხალვაშის თქმით, 29 ბაღიდან, მხოლოდ 4 ჯგუფი გადავიდა იზოლაციაში და დროებით პროცესი შეწყდა. 

''სამ ბაღში გვაქვს კოვიდის შემთხვევაა - ეს არის ჩაქვის მეორე საბავშვო ბაღი, სადაც ორი ჯგუფია დახურული.  ერთი, სადაც 3 და 4 წლის ბავშვები არიან და მეორე, სადაც 4 და 5 წლის ბავშვები სწავლობენ. მეორე არის ქობულეთის მესამე საჯარო ბაღი და ასევე სოფელ ალამბრის ბაღში ერთი ჯგუფი. ვითვალისწინებთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს და მითითებებს, იზოლაციის ვადის გასვლის შმდეგ სწავლა განახლდება'' - განაცხადა ია ხალვაშმა. 

ქობულეთის რესურსცენტრის უფროსის განცხადებით, კლასებში ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 

''შესაძლოა დამატებითი კვლევების დროს მოსწავლეთა რაოდენობა დაემატოს, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ თითო შემთხვევაა. ისინი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ და ნაკლებად წარმოადგენენ საფრთხეს სხვა მოსწავლეებისათის. პედაგოგების ინფიცირების შემთხვევა არ გვაქვს. კოვიდი დადასტურდა ქალაქის ორ და სოფლის ხუთ სკოლაში '' - განაცხადა მადონა გოგიტიძემ.  

აჭარის მასშტაბით ერთი სკოლა დაიხურა, 28 კლასი კი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში