კოვიდის შემთხვევების გამო ჩაქვში საბავშვო ბაღი დაიხურა 

12 ოქტომბერი 2021, 14:28 1267 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო, ჩაქვის მეორე საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, ორი ჯგუფი იზოლაციაშია გადაყვანილი. რამდენიმე დღის წინ ვირუსის დაუდასტურდა სხვადასხვა ჯგუფის აღსაზრდელს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია საბავშვო ბაღის ხელმძღვანელიც, რის გამოც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა საბავშვო ბაღის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, კორონავირუსის შემთხვევები დადასტურდა სოფელ ლეღვას, ალამბრის, ბობოყვათისა და ქალაქის მე-3 საბავშვო ბაღში. ამ სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა და მხოლოდ თითო ჯგუფი დაიხურა.

ია ხალვაშის თქმით, ბაღის პერსონალის 76% ვაქცინირებულია

covid-19 დაფიქსირდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცხრა სკოლაში. კლასები გადასულები არიან დისტანციურ სწავლების რეჟიმზე.

ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, რამდენიმე მოსწავლე ჰოსპიტალში გადის მკურნალობის კურსს.

''ინფიცირების ყველა შემთხვევა სკოლას არ უკავშირდება, ესაა გარე ოჯახური კონტაქტები. ქობულეთში ჯერჯერობით არცერთი საჯარო სკოლა არ დახურულა. ამ დროისთვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით, პედაგოგების 70-%-ზე მეტია აცრილი" - ამბობს მადონა გოგიტიძე. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში