მშენებლობაზე დაღუპულების საქმეზე ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადება

24 ნოემბერი 2025, 19:39 135 ნახვა

„ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე მოხდა ძალიან სამწუხარო შემთხვევა. მსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ყველა სამშენებლო ობიექტზე მაქსიმალურად იყოს დაცული შრომისა და ადამიანების უსაფრთხოება. შესაბამისი კონტრაქტებით, პასუხისმგებლობას სრულად იზიარებენ როგორც სამუშაოების მწარმოებელი, ისე საზედამხედველო კომპანიები. სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი დეტალურად სწავლობენ მომხდარს. შინაგანმა საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, და როდესაც გამოვლინდებიან პასუხისმგებელი პირები, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაოების ხარისხი და ვადების მკაცრი დაცვა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე და უსაფრთხო შრომის პირობები “ - აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, სოფელ წკერეში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

რევაზ სოხაძე, სოფელ წკერეში, ქვეშეთი-კობის გზის მშენებელი ერთ-ერთი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოისმინა დეტალური ინფორმაცია გუშინ გზის მშენებლობისას მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ. მან ასევე დაათვალიერა ის უბანი, სოფელ წკერესთან, სადაც საყრდენი კედლის მოწყობისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლას ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. - ინფორმაციას 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

კონკურსში მონაწილე კანდიდტების სია