პარიზში ძიუდოში გრანდ-სლემი დასრულდა

18 ოქტომბერი 2021, 10:01 180 ნახვა

პარიზში დასრულდა გრანდ-სლემი ძიუდოში, რომელშიც  ხუთი ქართველი მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ვაჟა მარგველაშვილი ტატამზე ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა და შეჯიბრებას პირველივე წრიდან ჩაეხსნა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც ფინალში იაპონელ ტაკეში სასაკისთან ორი ვაზარით დამარცხდა. ლუკა მაისურაძისა და ონისე სანებლიძის ანგარიშზე ბრინჯაოს მედლებია.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ასევე ეთერ ლიპარტელიანმა. მომავალი ტურნირი ქართველ ძიუდოისტებს ბაქოში ელოდებათ.

გრანდ-სლემზე, რომელიც 5-7 ნოემბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით იჭიდავებს.

აზერბაიჯანის ტატამზე ჯაბა პაპინაშვილს, ლუხუმ ჩხვიმიანს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა შავდათუაშვილს, თორნიკე ფოლადაშვილს, გიორგი შერაზადიშვილს, ლაშა ბექაურს, ბექა ღვინიაშვილს და გურამ თუშიშვილს ვიხილავთ.

ქალთა შორის გრანდ-სლემზე მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი იასპარეზებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში