ხულოს სოფლებში ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. გარდა ამბულატორიებში მიმდინარე პროცესისა, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს მომსახურებას ბინაზეც შეუძლიათ.
მიუხედავად ამისა მიმართვიანობა ნაკლებია. იმუნიზაციის პროცესში ამ დროისთვის სოფლებში ძირითადად იალაღებიდან დაბრუნებული მოქალაქეები ერთვებიან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            