ჯანმო - პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით დიდხანს გაგრძელდება

21 ოქტომბერი 2021, 10:33 766 ნახვა

პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გაგრძელდება, რადგან დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ვაქცინაციის საჭირო ტემპი არ არსებობს, - განაცხადა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა. 

ჯანმო-ში აცხადებენ, რომ აფრიკაში მოსახლეობის 5%-ზე ნაკლებია ვაქცინირებული მაშინ, როდესაც დანარჩენ კონტინენტებზე ეს მაჩვენებელი 40%-ს შეადგენს.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს მოუწოდა, ვაქცინების რიგში თავიანთი ადგილები დათმონ, რათა ფარმაცევტულ კომპანიებს საშუალება მიეცეთ, პრიორიტეტი დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს მიანიჭონ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში