ბასილაშვილი დღეს მსოფლიოს მე-7 ჩოგანს ბერეტინის დაუპირისპირდება

27 ოქტომბერი 2021, 18:14 1010 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ვენის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში იასპარეზებს.

29 წლის ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს მე-7 ჩოგანი იტალიელი მატეო ბერეტინი იქნება.

რაც შეეხება ქართველს ATP-ის განახლებულ რეიტინგში 25-ე პოზიცია უკავია.

ბასილაშვილი და ბერეტინი ერთმანეთს კარიერაში 5 ჯერ შეხვდნენ.

2 გამარჯვება ნიკამ მოიპოვა, ხოლო 3 ჯერ მოგება 25 წლის მატეოს დარჩა.

ქართულ იტალიური დაპირისპირება ვერნის საერთაშორისო ტურნირზე დღეს თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში