ჯანმო-მ გადაუდებელი გამოყენებისთვის ინდური წარმოების ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა

04 ნოემბერი 2021, 10:04 700 ნახვა

249 მილიონს უახლოვდება კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მსოფლიოში. მონაცემების რეკორდულად მატების გამო მომდევნო კვირიდან 3 თვის განმავლობაში ლატვიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება.

სექტემბრის შემდეგ ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საფრანგეთში, სადაც კოვიდ-19-ი 10 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. თურქეთში კი ფაიზერის ვაქცინით აცრილები ბუსტერ დოზის მიღებას შეძლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაუდებელი გამოყენებისთვის ინდური წარმოების ვაქცინა "კოვაქსინი" დაამტკიცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში