ბიუროს სხდომა

17 ნოემბერი 2021, 14:36 809 ნახვა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ დღეს  რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს  2021-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით,  დეპუტატების სახელმძღვანელო დოკუმენტი საკანონმდებლო საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და გააძლიერებს მათ კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. 

დოკუმენტი  საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით შემუშავდა. დღესვე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბიუროზე დაამტკიცეს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო გეგმა.

ცნობად მიიღეს აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების ანგარიში. 76 პროცენტით შესრულდა ბიუჯეტი, დაფიქსირდა გადასახადების კლება, რასაც  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პანდემიას უკავშირებს.

რეგიონის მიმდინარე წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი   414 მილიონ ლარს აღემატება. დღესვე ბიუროზე დაამტკიცე დღის წესრიგი, რომელი 7 საკითხს მოიცავს და  უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მათზე უკვე ხვალ, პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში