მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

25 ნოემბერი 2021, 16:19 858 ნახვა

“ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ტრიბუნაზე სარკე დადგა და გასაუბრებაზე მისულ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენედი მაკარიძეს და უმრავლესობის დეპუტატებს სარკეში ჩახედვისა და საკუთარი თავის დანახვისკენ მოუწოდა.კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენას ნაცვლიშვილმა სიყალბე და თეატრალიზებული წარმოდგენა უწოდა.დილიდან საკანონმდებლო ორგანოში  საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში