მეზღვაურები, რომლებმაც ვაქცინაცია საზღვარგარეთ ჩაიტარეს, მწვანე სტატუსს მიიღებენ - ტრანსპორტის სააგენტო 

03 დეკემბერი 2021, 12:59 2171 ნახვა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, მეზღვაურები, რომლებსაც covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ, მწვანე სტატუსის მიღება საზღვრის კვეთის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენით შეუძლიათ.

მეზღვაურებმა, რომლებმაც უკვე გადმოკვეთეს საზღვარი და საქართველოში იმყოფებიან, დოკუმენტაცია  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ელ-ფოსტის მისამართზე უნდა გადააგზავნონ. 

ორგანიზაციის განმარტებით, სააგენტო განახორციელებს ვაქცინაციის დოკუმენტაციის ვერიფიკაციას და ჯანდაცვის სამინისტროს  შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის.

საქართველოში პირველი დეკემბრიდან ''მწვანე პასპორტები'' შევიდა ძალაში. მოქალაქეებს მისი წარადგენა მოუწევთ კვების ობიექტებში, სასტუმროებში, გასართობ ცენტრებში და ა.შ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში