შეგიძლიათ​ რუსთაველზე გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ - წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

03 დეკემბერი 2021, 16:32 1315 ნახვა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციონერ დეპუტატს, თაკო ჩარკვიანს პლენარულ სხდომაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა. 

''ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო, დაგიბრუნდებით სხვა დეპუტატების შეკითხვებს ვპასუხობ, დრო თუ არ გაქვთ შეგიძლიათ რუსთაველზე გახვიდეთ,  გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ", - მიმართა წულუკიანმა თაკო ჩარკვიანს. 

თაკო ჩარკვიანის თქმით, სხდომაზე შესვლის დროს სალომე სამადაშვილსა და თეა წულუკიანს  შორის დაპირისპირება იყო. 

''ეს ქალბატონი ყოველთვის სიძულვილის ენით საუბრობს. მან ბრძანა, რომ ქართული ცეკვის ყურების დროს ტანსაცმელს არ ვაქცევდი ყურადღებასო, ახლა რაც დავაფინანსეთ, ვაქცევო. ხალხო კულტურის მინისტრი საუბრობს ასე... მე ვუთხარი ამაზე ვიტირო თუ ვიცინო აღარ ვიცითქო'' - განაცხადა ჩარკვიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი