აშშ-ში მიაჩნიათ რომ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება

04 დეკემბერი 2021, 18:05 722 ნახვა

აშშ-ის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო შეტევას რუსეთი 2022 წლის დასაწყისში გეგმავს. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთს უკრაინის საზღვართან 175 ათასი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

დაზვერვის ოფიციალური პირების თქმით, რუსეთის მიერ მობილიზებული ჯარის ნახევარი უკვე განთავსებულია უკრაინის საზღვრის მახლობლად, სხვადასხვა პუნქტებში. აშშ-ის დაზვერვის ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ 2014 წლისგან განსხვავებით, რუსეთი ამჯერად უფრო ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის ემზადება. მათი თქმით, რუსეთი უკრაინის ჯარებს იძულებულს გახდის იბრძოლონ რამდენიმე ფრონტზე.სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, მსგავსი სტრატეგია რუსეთმა 2008 წელს საქართველოსთან ომის დროს გამოიყენა.

ჯო ბაიდენი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ სამიტზე დისკუსიის გამართვას გეგმავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი