შერეული სამთავრობო კომისიის შემაჯამებელი სხდომა

18 დეკემბერი 2021, 12:09 639 ნახვა

ბათუმში აჭარის შერეული სამთავრობო კომისიის წლის ბოლო, შემაჯამებელი სხდომა გაიმართა, რომელზეც სხვა პროექტებთან ერთად  ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა“ შეჯამდა. პროექტის ფარგლებში 552-მა ოჯახმა შეისყიდა საცხოვრებელი სახლი, ხოლო  714 ეკომიგრანტ ოჯახს აჭარის  მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 5000 000-მდე ლარი, რომლის მეშვეობით მოხდა ალტერნატიულ ტერიტორიაზე სახლების გადატანა. პროგრამის ფარგლებში რეგიონში აშენდა ან  მოხდა 12 კორპუსის რეაბილიტაცია, სადაც საცხოვრებლად ბინები გადაეცა 719 ოჯახს. სხდომაზე დაანონსდა, რომ პროგრამის დაფინანსება გაიზრდება რის შედეგადაც აღნიშნული კატეგორიის ოჯახები ნაცვლად 25 000-სა,  30 000 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში