საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

29 დეკემბერი 2021, 19:53 902 ნახვა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემისხევის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, - ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ინფორმაცია მყისიერად მიეწოდა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალას. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში