ქვედა სალიბაურში მოსახლეობის ნაწილი სასაფლაოს მოწყობის წინააღმდეგია

06 იანვარი 2022, 18:13 1360 ნახვა

დასახლებული ტერიტორიიდან 5 მეტრზე სასაფლაოების მოწყობას აპროტესტებენ ქვედა სალიბაურში მცხოვრებლები. ადგილობრივებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ სახლებთან ახლოს მიწის ნაკვეთები  სასაფლაოების მოწყობის მიზნით იყიდება, რის გამოც იძულებულნი არიან საცხოვრებლები გაყიდონ ან დაშალონ.  ქვედა სალიბაურში მცხოვრებლების ნაწილი ამბობს, რომ მეზობლები კანონს არღვევენ და ამისთვის არ აჯარიმებენ, ვინაიდან დასახლებული პუნქტიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე სასაფლაოს მოწყობის მიზნით მიწის ნაკვეთის გაყიდვა აკრძალულია. მოთხოვნით შესაბამის უწყებას წერილობით მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.  აღნიშნული ოჯახების ნაწილი ქვედა სამებაში სახელმწიფომ 2007 წელს ჩაასახლა. აიპი ხელვაჩურის სასაფალოებში განმარტავენ, რომ აღნიშნული ტერიტორია მათ ბალანსზე არ არის და რეაგირებას ვერ განახორციელებენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში