პროექტი გუდაურში

16 იანვარი 2022, 15:10 947 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გუდაურში, კომპანია „რედკო დეველოპმენტის“ პროექტ „ახალი გუდაურის“ მორიგი ეტაპის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ახალი აპარტოტელები პროექტის „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს, პროექტ „ახალი გუდაურის“ საერთო ინვესტიცია კი 200 მილიონი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში