ჯენ ფსაკის განცხადება

21 იანვარი 2022, 13:02 800 ნახვა

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ-ი და მოკავშირეები რუსეთის ქმედებებზე  სწრაფ და მკაცრ რეგირებას აპირებენ, თუკი უკრაინის ირგვლივ სიტუაციის ესკალაცია მოხდება. 

ფსაკის თქმით,  პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას მკაფიოდ მიანიშნა, რომ თუკი რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, აშშ-ი და მოკავშირეები სწრაფად, მკაცრად და ერთიანად უპასუხებენ. 

ვაშინგტონის მონაცემებით, რუსეთი აგრესიის საშუალებების ფართო არსენალს ფლობს, რომელშიც არ იგულისხმება საბრძოლო მოქმედებები, არამედ კიბერთავდასხმები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში