ბრიტანელი კინოკრიტიკოსები ''ოსკარის'' შესაძლო გამარჯვებულებს ასახელებენ

07 თებერვალი 2022, 11:31 684 ნახვა

ბრიტანელი კინოკრიტიკოსები “ოსკარის” შესაძლო გამარჯვებულებს ასახელებენ.  ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო წელს  4 ფილმსა და 4 რეჟისორს უწინასწარმეტყველეს.  ინფორმაციას ბრიტანული გარდიანი ავრცელებს.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში  ოსკარის სავარაუდო გამარჯვებულებს შორის ფილმები -სელინ სიამუს „პატარა დედა“,  მეგი  ჯილენჰოლის „დაკარგული ქალიშვილი“,  „ჩემი ავტომობილის საჭესთან დაჯექი“ და „სუვენირი. ნაწილი მეორე“. 

საუკეთესო რეჟისორის  ნომინაციაში შესაძლო გამარჯვებულებს შორის ბრიტანელი კინოკრიტიკოსები   რეჟისორ ჯეინ კემპიონს  ასახელებენ ფილმისთვის  „ძაღლის ძალა“,  ტატიანა უესოს ფილმისთვის „მოპარულთათვის ლოცვა“,  იანიცა ბრავო ფილმისთვის „ზოლა“ .  ოსკარით დაჯილდოების ცერემონია მარტში გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში