საპენსიო სესხის აღების მაქსიმალური ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს 

11 თებერვალი 2022, 16:08 1306 ნახვა

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში