''ომიკრონისგან'' დასაცავად ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს - ირაკლი ღარიბაშვილი

14 თებერვალი 2022, 11:41 1751 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ''მწვანე ბარათების გაუქმების საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კოვიდ პასპორტების გამოყენებამ აზრი დაკარგა. 

''მწვანე პასპორტების გაუქმება გახდა გარკვეული სპეკულაციის საგანი. დაიწყეს  უსაფუძვლო და არაარგუმენტირებული სპეკულირება, რატომ გავაუქმეთ ე.წ. კოვიდ პასპორტები. 

ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილება, ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. რატომ? - აზრი დაკარგა აღნიშნული ''მწვანე ბარათების'' გამოყენებამ. 

თავდაპირველად ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ვაქცინაციის წახალისება. ,,დელტა'' და სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, ''ომიკრონის'' შემთხვევაში დიდ ნაწილში ვაქცინა არ მუშაობს. ანუ ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივ ემართება. 

მე ვარ მაგალითი. მე  მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი ვაქცინირებული ''ფაიზერის'' ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა ''ომიკრონი,'' თუმცა ძალიან  მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობა აბსოლუტურ  უმრავლესობაში. სხვა ვირუსი ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო რთულად გადამიტანია. ამიტომ მიდგომა შეიცვალა, იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ,,მწვანე ბარათის'' გამოყენებამ და ჩავთვალეთ საჭიროდ მისი გაუქმება.

მეორეს მხრივ კი ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიები გავაგრძელეთ'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში