ვლადიმერ პუტინმა ლუგანსკი და დონეცკი "დამოუკიდებელ რესპუბლიკებად" აღიარა

21 თებერვალი 2022, 23:44 1253 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა, - ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

"აუცილებლად მივიჩნევ მივიღო დიდი ხნის წინ მისაღები გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ ვაღიაროთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ვთხოვ რუსეთის ფედერაციის ფედერალურ კრებას, მხარი დაუჭიროს ამ გადაწყვეტილებას, შემდგომ კი მოახდინოს ორივე რესპუბლიკასთან მეგობრობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმებების რატიფიცირება. ორი დოკუმენტი მზად და ხელმოწერილი იქნება უახლოეს დროში. მათ კი, ვინც კიევი ჩაიგდო ხელში და ინარჩუნებს ძალაუფლებას, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სისხლისღვრის შესაძლო გაგრძელებაზე მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე მმართველ რეჟიმის სინდისზე იქნება“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის დუმამ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების მოთხოვნით პუტინს 15 თებერვალს მიმართა.​

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში