სავარაუდო თაღლითობით დაზარალებულები - აქცია ქობულეთში

22 თებერვალი 2022, 14:50 1231 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. მოსახლეობა ამბობს, რომ  თაღლითური სქემის შედეგად დაზარალდნენ და სამართალდამცავ უწყებას გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლომბარდის მფლობელი მათ ძვირფასეულობას არ აბრუნებს, იმის მიუხედავად, რომ თანხა გადახდილი აქვთ.

დაზარალებულების ინფორმაციით, ლომბარდის მფლობელი ქვეყნიდან გაქცეულია. 

აქციის მონაწილეები ჯერ ლომბარდთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. ისინი სამართალდამცავ უწყებას სთხოვენ პასუხს, თუ როგორ დატოვა პიროვნებამ ქვეყნის საზღვარი, მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ არა ერთი საჩივარი იყო უწყებაში დატოვებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში