პუტინმა აირჩია ომი, მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს - ბაიდენი

24 თებერვალი 2022, 08:45 889 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს, - ამის შესახებ ჯო ბაიდენმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინაში განხორციელებული აფეთქებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

"მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს შეტევა გამოიწვევს. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უპასუხებენ ამას ერთიანი და გადამწყვეტი გზით. მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, - აცხადებს ბაიდენი.

უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. უკრაინამ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ფრენებისთვის, საჰაერო სივრცე დახურა.

ვლადიმერ პუტინმა დონბასში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში