რუსეთმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა

25 თებერვალი 2022, 17:58 926 ნახვა

ბრიტანულ ავიაკომპანიებს რუსეთის აეროპორტში დაშვება და მათი საჰაერო სივრცის გადაკვეთა აეკრძალათ, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

რუსეთის განცხადებით, ეს პასუხია დიდი ბრიტანეთის ავიაციის ხელმძღვანელობის არამეგობრული გადაწყვეტილების.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. დიდმა ბრიტანეთმა ავიაკომპანია Aeroflot-ს დიდ ბრიტანეთში ფრენა აუკრძალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში