უკრაინის მხარდასაჭერად პარლამენტის წინ მოსახლეობა ისევ შეიკრიბა

27 თებერვალი 2022, 20:33 1085 ნახვა

სოლიდარობის აქცია თბილისში დღესაც იმართება. პარლამენტის წინ შეკრებილი მოსახლეობა ტრანსფარანტებით, ლოზუნგებით მხარდაჭერას უცხადებენ მეგობარ ქვეყანას.

მოქალაქეებთან ერთად აქციაზე აქტივისტები და პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. გადაკეტილია საავტომობილო გზა.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრებილებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობაც მიეცემათ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში