PayPal-მა რუსეთში მუშაობა შეწყვიტა

05 მარტი 2022, 16:36 969 ნახვა

კომპანია PayPal Holdings Inc-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ  Reuters-ი იუწყება.

„არსებულ ვითარებაში ვაჩერებთ მომსახურებას რუსეთშუ“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირეტორმა დენ შულმანმა. მისი თქმით, კომპანია მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების დამოკიდებულებას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ. 

ამ დრომდე PayPal-ი რუსეთში დაბლოკილი საბანკო ბარათებით ინტერნეტის საფასურის გადახდის ერთადერთი საშუალება იყო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში