ბრიფინგი „ქართული ოცნების“ ოფისში

09 მარტი 2022, 15:03 1075 ნახვა

აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი, თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება - მდინარაძე უკრაინაში რუსეთის ღია აგრესიის და წარმოებული საომარი მოქმედებების კვალდაკვალ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას გაჩაღებული აქვს მძლავრი საინფორმაციო ომი საქართველოს ხელისუფლების და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

"ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო და შეგნებულად შექმნილი აღმოჩნდა აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების განსაკუთრებული მიგრაცია შეინიშნება.

რაც შეეხება კონკრეტული მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, რაზეც პერიოდულად გარკვეულ კონკრეტულ ნეგატიურ კამპანიებს ვაწყდებით ხოლმე საინფორმაციო სივრცეში, როგორც ჩვენი მხრიდან უკვე გახმოვანდა, სხვა ქვეყნის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის დროს შესაბამისი უწყებები, აზღვევენ ყოველგვარ თეორიულ რისკსაც კი და შემოშვების შესახებ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის შესაბამისად, იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში