პუტინმა ФСБ-ში წმენდა დაიწყო - გენერალი ბესედა შინაპატიმრობაშია

12 მარტი 2022, 13:08 2029 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ФСБ-ს მეხუთე სამსახურის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ინტერნეტგაზეთი “მედუზა” წერს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საგარეო დაზვერვის უფროსი გენერალი ბესედა და მისი მოადგილე შინაპატიმრობაში იმყოფებიან. მათ ბრალად ედებათ, პრეზიდენტისთვის უკრაინაში პოლიტიკურ სიტუაციაზე მცდარი ინფორმაციების მიწოდება და დაზვერვისთვის გამოყოფილი სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა.  

არსებული ინფორმაციით, სწორედ ამ სამსახურს ევალებოდა უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციის მიწოდება კრემლისთვის.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში