„რუსეთი არის ოკუპანტი!“- ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი

20 მარტი 2022, 19:41 893 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები  აფასებენ. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა უკრაინელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა და თქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

სასულიერო პირები იმედოვნებენ, რომ საომარი მოქმედებები თავისუფლებისთვის მებრძოლი უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში პარაკლისი ჩატარდა.

სამების ტაძარში პარაკლისს უკრაინის ელჩი საქართველოში, იგორ დოლგოვი ესწრებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში