დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდისთვის საქართველოში ბრიტანეთიდან სომელიეების, ღვინის იმპორტიორების და მედიის წარმომადგენლების ჯგუფი იმყოფებოდა.
ბრიტანელმა სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები და მარნები, ქართლში, იმერეთსა და რაჭაში მოინახულეს.
მათთვის თბილისში ასევე გაიმართა სპეციალური დეგუსტაცია რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 16 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე