ინკლუზიის მნიშვნელობა აჭარაში - კონფერენცია

23 მარტი 2022, 11:02 707 ნახვა

ინკლუზიის მნიშვნელობა აჭარის რეგიონში - ამ თემაზე ბათუმში საინფორმაციო კონფერენცია მიმდინარეობს.

შეხვედრაზე რეგიონის გამოცდილებას დაუნის სინდრომის მქონე პირთა საკითხებთან მიმართებაში, ინკლუზიის პროცესში არსებულ ბარიერებსა და მისი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ ყველა იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომლებიც დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აწუხებთ. 

ღონისძიება ,,ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრთან“  პარტნიორობით საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ორგანიზაცია მართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში