აჭარის მთავრობა უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსებას იწყებს

29 მარტი 2022, 14:30 921 ნახვა

უშვილობის მკურნალობისა და დიაგნოსტიკისთვის აჭარის ბიუჯეტიდან  ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. პროგრამა საპილოტეა და საქართველოში პირველად ხორციელდება.

კიდევ ერთი გადაწყვეტილება  აჭარაში 1 000-ზე მეტ სტუდენტს შეეხო. მათ, ვინც  უმაღლეს სასწავლებელში  სწავლის საფასური  ვერ გადაიხადა   და მათი სოციალური ქულა 150 000-მდეა, მათი დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება. ამისთვის ჯამში 800 ათასი ლარი გამოიყოფა. ცნობილი ხდება, რომ ბათუმში წყლის პროექტის მეხუთე ფაზა იწყება.

კერძოდ  ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, ჩაქვის და ხელვაჩაურის, ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა თანამედროვე სისტემა მოეწყობა. 

ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციას კი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

აჭარის მთვარობის სხდომაზე ასევე ისაუბრეს ქობულეთში ეკომიგრანტი ოჯახების ხელშეწყობისა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამაზე. სოციალური სახლი გელაურის დასახლებაში აშენდება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში