საქართველოში კორონავირუსის 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

30 მარტი 2022, 10:51 960 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 553 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 021 პირი, გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 461 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 232 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 229 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,26%, ბოლო 14 დღის – 3,65%, ბოლო შვიდი დღის – 2,89%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 647 796 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 623 453 გამოჯანმრთელდა, 16 739 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 857 215 აცრა, დღიურად აცრილია 1 950.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში