გვიმძიმს იმის ყურება, რაც უკრაინაშია, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ზუსტად აქედან გამომდინარეობდა პრემიერის გუშინდელი კომენტარი - აზარაშვილი

04 აპრილი 2022, 14:47 782 ნახვა

"ძალიან ცუდია, რაც უკრაინაში ხდება ყოველდღიურად, მძიმე სიტუაცია, რაც ამ ქალაქებშია. ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვართ და ძალიან გვიმძიმს იმ ყოველდღიურობის ყურება, რაც იქ არის, დაღუპული ადამიანები, მიწასთან გასწორებული ქალაქები. ზუსტად აქედან გამომდინარე იყო პრემიერის გუშინ გაკეთებული კომენტარი, რასაც სრულიად ვეთანხმები“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა სთხოვეს, უკრაინასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გუშინ გაკეთებული განცხადება შეეფასებინა.

ირაკლი ღრაიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა. შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა, ასეც არის.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, პრემიერის ამ განცხადებას სრულიად ეთანხმება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში