მეწყერი სოფელ კობალთაში

08 აპრილი 2022, 18:25 1143 ნახვა

თოვლის დნობის შედეგად შუახევის სოფელ კობალთაში მეწყერი ჩამოწვა, გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. 

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეფერხებული საავტომობილო მოძრაობა უმოკლეს ვადებში აღდგება.

სოფელი კობალთა მეწყერ საშიშ ზონად 2017 წლიდან ითვლება. სოფელ ამჟამად 10 ოჯახი ცხოვრობს მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში