საქართველოში კორონავირუსის 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

20 აპრილი 2022, 10:51 741 ნახვა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 232 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117 პირი, ხოლო გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 385 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 652, „პისიარ“-ტესტით – 1 733.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,14 %, ბოლო 14 დღის – 1,32 %, ბოლო შვიდი დღის – 1,2 %.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 653 692 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 634 591 გამოჯანმრთელდა, 16 794 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 874 821 აცრა, დღიურად აცრილია 751.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში