რუსეთის ულტიმატუმი - აზოვის პოლკი არ ნებდება

20 აპრილი 2022, 12:07 978 ნახვა

რუსეთის იგივე, თუმცა ხელახალი შეთავაზება უკრაინელ ჯარისკაცებს. ულტიმატუმის დროის ათვლა სამ საათში დაიწყება. 

რუსეთი „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ  მოუწოდებს ისევ,  იმის მიუხედავად, რომ  ქარხნის დაბომბვა ამ წუთებშიც გრძელდება. 

პარალელურად ჯარისკაცები ახლა ნანგრევებში მოყოლილი მოქალაქეების ამოყვანას ცდილობენ. 

უკრაინის ხელისუფლება და ცალკეული მაღალჩინოსანი მსოფლიო და რელიგიურ ლიდერებს მიმართავენ,  რომ დაეხმარონ  ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობაში. ამ მიმართვებიდან მალევე,  სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ უკრაინამ რუსეთთან შეთანხმებას მიაღწია მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის შესახებ.

უკვე 55-ე დღეა უკრაინა რუსეთის აგრესიას იგერიებს. ამ პერიოდში კი რუსმა ჯარისკაცებმა  205 ბავშვი მოკლეს.

სამხედრო ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახლა უკრაინაში გადამწყვეტი ბრძოლებია.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში