რუსეთის ომის 63-ე დღე უკრაინაში ისევ აფეთქებებით გათენდა

27 აპრილი 2022, 12:00 702 ნახვა

უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს თავისი საჰაერო სივრცის უმეტეს ნაწილზე. რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის საჰაერო ძალებისა და თავდაცვის განადგურება. ხოლო უკრაინა აგრძელებს რუსეთის საჰაერო ძალების რისკის ქვეშ მოქცევას - ეს დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაა.

რუსეთის ომის 63-ე დღე უკრაინაში ისევ აფეთქებებით გათენდა. ამ დილით რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში სტრატეგიული მნიშვნელობის სარკინიგზო და საგზაო ხიდზე სარაკეტო  იერიშები მიიტანეს.  კვლავ რთულ პირობებში რჩებიან მოქალაქეები მარიუპოლში. აზოვსტალის ქარხანაში მყოფ ადამიანებს საკვები და მედიკამენტები სჭირდებათ. უკრაინა დანებებას არ აპირებს.

უკრაინის ძალებმა დარტყმა მიაყენეს კუნძულ ზმეინზე განლაგებულ რუსულ პოზიციებს, მიკოლაივის ოლქის სამ დასახლებულ პუნქტზე  კი კონტროლი აღადგინეს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი